დაკავებულია სამი პირი – თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ

სრულად იხილეთ

http://rustavi2.ge/ka/news/115261

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით ეხმიანება და ამბობს, რომ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი. უწყების განცხადებით დანაშაულის ჩამდენი პირები კი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა. როგორც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა, შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტზე, სამხედრო პოლიციის მიერ მოხდება მყისიერი, კანონშესაბამისი რეაგირება, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან:

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, შენახვის განყოფილების საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი გ. გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ. მ.-სთან, რომლებიც შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საბრძოლო მასალას კონკრეტულად (საბრძოლო ვაზნებს), მოქალაქე ს. ბ.-ს. დახმარებით ახდენდნენ რეალიზაციას.

საქმეზე ჩატარებული საგამოძებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა, რომელთაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში ემუქრებათ 9-13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

გვინდა განვაცხადოთ, რომ შეიარაღებულ ძალებში მომხდარ ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტზე, ჩვენს მიერ მოხდება მყისიერი, კანონშესაბამისი რეაგირება. დანაშაულის ჩამდენი პირები კი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან”-ნათქვამია განცხადებაში.