“კომიკურია, რომ ხელისუფლებას ვთხოვთ არ დაუშვას ქართველი ერის უმცირესობაში დარჩენა!”

5 ოქტომბერს კანცელარიასთან აქცია-„აიკრძალოს ბინადრობის უფლების გაცემა!!!“ გაიმართა.

აქციის ორგანიზატორების მიერ ხელმოწერების შეგროვებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა აქციაზე მისული ადამიანების რიცხობრიობა სულაც არ იყო იმის ნახევარიც კი, რაც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

აქციაზე რაიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც ამინდს არ შეუშინდნენ და თავიანთი სათქმელი სიტყვა დააფიქსირეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი ზვიად ტომარაძე აღნიშნავს, რომ ხალხის სიმცირის მიუხედავად მთლიანობაში აქცია კარგად ჩატარდა. მისი თქმით უბრალოდ კომიკურია საქართველოს მთავრობას ხალხი ქართველი ერის უმცირესობაში დარჩენის წინააღმდეგ აქციას უტარებდეს.

-წინა ხელისუფლების დროს ერთ აქციაზე ვიყავი, ცოტა ხალხი იყო ასე 500 კაცამდე ვიქნებოდით, მაშინ ერთმა გამომსვლელმა, აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ხალხის სიმცირეზე გაბრაზებულმა ასეთი სიტყვები იხმარა: “ჩაჯ@ული თბილისი”, როგორც თბილისელს, ეს სიტყვები იმდენად არ მომეწონა, მაშინვე წამოვედი აქციიდან… გუშინდელ აქიაზე ქუთაისიდან ჩამოვიდნენ ორგანიზაცია კარდჰუს წევრები, ჩამოსული იყვნენ რუსთაველები, გორელები და ასევე აქციაზე 10 ფერეიდნელი იდგა!

ხალხის სიმცირის მიუხედავად მთლიანობაში აქცია კარგად ჩატარდა!

კომიკურია, რომ ხელისუფლებას ვთხოვთ არ დაუშვას ქართველი ერის უმცირესობაში დარჩენა, ხოლო ხალხს რომელსაც ეს ემუქრება, ერთი საათი არ უნდა თავი შეიწუხოს! ცალკე საკითხია ამინდის ფაქტორი, ზუსტად აქციების დროს ამინდი ისე უარესდება ხოლმე, კაცი იფიქრებ ესეც ხელოვნურად იმართება…

სალვადორ დალის ცნობილი ნახატი “ახალი ადამიანის დაბადება”, საქართველოში ასე გაიგეს: “აი ამ მიწაზე გადარჩებითო”, არადა თუ სურათს კარგად დავაკვირდებით და რეალობას შევხედავთ ახალი ადამიანი სწორედ აქ დაიბადა, დაიბადა და მეფობს, თუმცა მისი მეფობა შუშასავით დაიმსხვრევა, რადგან ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა, არც არავის მოუგია და ვერც ვერავინ მოიგებს!“-აცხადებს ზვიად ტომარაძე.