ჭიჭინაძე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” შეუერთდა

ქართული ოცნების ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” შეუერთდა. ამის შესახებ ობიექტივის ახალ ამბებს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა და თავად დავით ჭიჭინაძემ დაუდასტურეს.

შეგახსენებთ: ჭიჭინაძე მმართველი პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს, გუნდი კი 11 სექტემბერს დატოვა.