„მინიატურას“ მსოფლიოში ყველაზე პატარა „ვეფხისტყაოსანი“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფრანკფურტის მერს გამომცემლობა მინიატურასმიერ დამზადებული მსოფლიოში ყველაზე პატარავეფხისტყაოსანი გერმანულ ენაზე გადასცა.

„მინიატურას“ საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც უკვე კარგად იცნობენ. ახლა კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამომცემლობამ კიდევ ერთხელ დაატყვევა მნახველები.

ჩვენ კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – გამომცემლობა მინიატურასმიერ შექმნილი მსოფლიოში ყველაზე პატარავეფხისტყაოსნი სერიის წიგნის ყველა ეგზემპლარი შეკერილია ხელით, წარმოადგენს საკოლექციო გამოცემას და
ყველაზე პატარა ზომის „ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოში (3.5X3.7სმ.)
გამოყენებულია XVII საუკუნის კალიგრაფისტის, მამუკა თავაქარაშვილის და უცნობი მხატვრის მინიატურები „ვეფხისტყაოსანი“-ს „წერეთლისეული“ ნუსხიდან, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ტექსტი აღებულია 1937 წლის რედაქციიდან.
წიგნი დაბეჭდილია ტილოს ქაღალდზე, ყდა-ნატურალური ტყავი, რომელსაც აკრავს თითბერის გრავირებული ფირფიტები.
გამოცემა დანომრილია, თან ახლავს მაინდენთიფიცირებელი სერტიფიკატი, ლუპა და სასაჩუქრე ყუთი.

გამომცემლობის ხელმძღვანელს, ქეთი ლაზარაშვილს კიდევ არაერთი იდეა აქვს, რომელიც საქართველოს სახელს კიდევ უფრო მეტად გაიტანს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

https://www.facebook.com/Miniature.books/videos/2078538185501138/