პედაგოგი: სამსახურის დაკარგვის გამო სტატუსების და კომენტარების წერაც გვეშინია…

კურიერში  გასული სიუჟეტების შემდეგ სააგენტოს პედაგოგი ქალბატონი დაუკავშირდა:

-იმედია სახელს და გვარს არ დაწერთ და კონფიდენციალობას დაიცავთ, დიდხანს ვიკავე თავი, გულზე ვსკდებოდი და „კურიერი“ ბოლო წერტილი აღმოჩნდა, მინდა მოგიყვეთ ჩვენთან რა ხდება, მაგრამ გთხოვთ-კონფედენციალურიბა დაიცვათ, ისე კი რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტიკას, ის, რასაც გეტყვით გლობალური პრობლემაა და წლებია მოდის, უბრალოდ წინა მტავრობის მეთოდები ახალმა დახვეწა, გააუმჯობესა და უფრო სასტიკი გახადა“-გვითხრა ქალბატონმა და კონფედენციალობის დაცვის პირობის მიღების შემდეგ მოგვიყვა.

-ბევრი რამის თქმა მინდა ხმამაღლა, მაგრამ სამსხურის გამო ვერ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ შეიძლება პრობლემები შემექმნას..არიქა შენ ამისიანი არა ხარ და იმისიანი ხარო, როგორც ხდება ხოლმე…

პედაგოგები ხომ ყოველთვის საარჩევნო „მასა“ ვართ, ეს ყველამ იცის, მაგრამ ახლა რომ მეთოდებია, გაოცებული ვართ, მოკლედ რომ გითხრათ, წინა მთავრობის მეთოდები გაუმჯობესებულია.

ძალიან მინდა დადგეს დრო და რაღაც შეიცვალოს, ამდენი წელია „საზარბაზნე ხორცი“ ვართ…მინდა ჩვენმა შვილებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ..

იმედი მაქვს თქვენგან კონფიდენციალურობა დაცული მექნება..უბრალოდ ძალიან მტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე და იმან მომაწერინა თქვენთვის ეს წერილი.

იმედი მაქვს ოდესმე დადგება დრო,რომ სამსახურის დაკარგვის გამო არ შეგვეშინდება სტატუსების და კომენტარების დაწერა“

-სტატუსებსა და კომენტარებსაც აკონტროლებენ?

-ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხომ სულ დაიძაბა ყველაფერი. მოთმინების ფიალა ივსება, უკვე ჩემი კოლეგებისგანაც მესმის. დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ- სამსახურის დაკარგვის გამო სტატუსების და კომენტარების წერაც გვეშინია…