„თბილისს უყვარს ტრადიციების შენარჩუნება და „საჩუქარი“ქალაქმა შეინარჩუნა”

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 21-ე საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება. ამასთან დაკავშირებით, გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე, ნორვეგიის თეატრის დასი (THE KRAMPLE) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ფესტივალი 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება.

„თბილისს უყვარს ტრადიციების შენარჩუნება და „საჩუქარი“ქალაქმა შეინარჩუნა. უკვე 21-ე წელია, რაც ფესტივალი ტარდება და დღეს ისეთივე აქტუალური და თანამედროვეა, როგორც დასაწყისში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველივე წელს შეიქმნა და ნამდვილად დღესასწაული იყო მაშინდელი თბილისისთვის. წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია ის ლექციები და მასტერკლასები, რომელიც საფესტივალო პროგრამაშია წარმოდენილი, რადგან მუნიციპალიტეტისთვის არაფორმალური განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.

„საჩუქარი 2018“-ის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოეწყობა სკანდინავიური კულტურის გაცნობა-დათვალიერება. მაყურებელს საშუალება ექნება, ეზიაროს მსოფლიოში წამყვან ნორვეგიულ ქორეოგრაფიას, დიზაინს, მუსიკასა და ზოგადად თანამედროვე მხატვრულ ესთეტიკას. ასევე, მნიშვნელოვანია ნორვეგიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის ქორეოგრაფის ალან ლუსიენ ოიენის თეატრის „ზამთრის სტუმრები“ მონაწილეობა ფესტივალში. მისი წარმოდგენა „სიმულიაკრი“ მრავალი

ჯილდოს მფლობელი არგენტინელი მოცეკვავის, დანიელ პროიეტოს და 78 წლის იაპონელი ფლამენკოს ლეგენდის, შოჯი კოჯიმას ისტორიული შეხვედრაა. ამასთან, ჩატარდება „სარდინიის კულტურის დღეები“ საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, რუსთაველის თეატრში, სარდინიის ნაციონალური თეატრის სახელგანთქმული სპექტაკლის, უილიამ შექსპირის „მაკბეტის“ ქართული პრემიერა გაიმართება.

ფესტივალის განმავლობაში, ჩატარდება იტალიის კინოაკადემიის მთავარი პრიზით David di Donatello 2017 დაჯილდოვებული მხატვრული ფილმის „სიზმრების ქსოვილი“ (La stoffa dei sogni) ჩვენება, რომელსაც მისი რეჟისორი ჯანფრანკო კაბიდუ დაესწრება. ასევე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სარდინიელი მწერლის მარჩელო ფოის ლექცია სტუდენტებთან და პროფეისიონალებთან, რომელზეც იგი თანამედროვე იტალიურ ლიტერტურაზე ისაუბრებს. მარჩელო ფოი თავის ახალ წიგნს წარადგენს და ქართველ კოლეგებს შეხვდება.

ფესტივალის ფარგლებში, 4 ნოემბერს დაგეგმილია ქართულ-სარდინიული კონცერტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სტუმრებისთვის, რომელიც ძველ თბილისში, ფესტივალის კლუბში გაიმართება. ერთი დღით ადრე კი, რუსთაველის თეატრში ღია „ვორკშოფი“ ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამაში ტრადიციულად გამორჩეული როლი უკავია დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიას, რომელიც წელს წარმოგვიდგენს ახალ სპექტაკლს – „უმზითვო“.

მნიშვნელოვანია 2018 წლის ფესტივალზე ინგლისელი ანალიტიკოსისა და საერთაშორისო მრჩევლის, ბერლინის რობერტ ბოშის აკადემიის წევრ-კანდიდატის, ევროკავშირის კონკურსების: „ინოვაციათა ევროპული კაპიტალის ჯილდო“ , „შემოქმედებითი ევროპის ახალი ინიციატივები“ (New Innovations in the Creative Economy (N.I.C.E.) და „ურბანული ცვლილებების აქტორები“ თავჯდომარის ჩარლზ ლანდრის სტუმრობა, რომლის ლექცია-პრეზენტაცია დედაქალაქის საკრებულოში იგეგმება.

ფესტივალს დახურავს თანამედროვე მსოფლიო ცეკვის გარდამტეხი მოვლენა, დიდი ბრიტანეთის ნაციონალური საცეკვაო სცენის „სედლერ უელსის“ ვარსკვლავის, ჰოფეშ შეხეტრის დასი, ახალი წარმოდგენით – „შოუ“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ელჩი თავად წარუდგენს მაყურებელს რუსთაველის თეატრის სცენაზე.

2018 წლის პროგრამა – 18 ოქტომბერი-16 ნოემბერი

18 ოქტომბერი

ფესტივალის საზეიმო გახსნა

ნორვეგიის სამეფოს საელჩო, ნორვეგიის სახელმწიფო ხელოვნების საბჭო, ნორვეგიის საშემსრულებლო ხელოვნების ჰაბი და ფესტივალი „საჩუქარი“

2018 წლის პროგრამას ოფიციალურად გახსნიან „ნორვეგიული კულტურის ფოკუსის“ პრეზენტაციით საქართველოში (დასწრება მოსაწვევებით)

18:00 საათი – ფესტივალის კლუბი: მრავალფუნქციური ეთნოგრაფიული სივრცე

“ვინერია”

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.2 თბილისი

18, 19 ოქტომბერი – 20:00 საათი

„იოკაი“ (ნორვეგია)

მიმოდრამის თეატრი „კრამფლ“ (Krample)

ჟაკ ლეკოკის თეატრალური სკოლის ჯგუფი

სამეფო უბნის თეატრი

სპექტაკლი “YŌKAI” დაჯილდოვებულია პირველი პრიზით Les Plateaux du Groupe Gestes 2016 წელს Théâtre de Châtillon, Paris და აღაირებულ იქნა, როგორც საუკეთესო ახალი თეატრალური დასი.

20 ოქტომბერი – 20:00 საათი

მოძრაობის თეატრი

“ასტიგმატისტები”

მუნჯი კინოს ხერხით დადგმული სპექტაკლი

რეჟისორი იოსებ ბაკურაძე

აღმაშენებლის 182, მუშტაიდის პარკი

22 ოქტომბერი -17:00 საათი

„შემოქმედებითი ქალაქის კონცეფცია“

ჩარლზ ლანდრის ლექცია/პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში

ჩარლზ ლანდრი: ინგლისელი ანალიტიკოსისა და საერთაშორისო მრჩევლის, ბერლინის რობერტ ბოშის აკადემიის წევრ-კანდიდატის, ევროკავშირის კონკურსების „ინოვაციათა ევროპული კაპიტალის ჯილდო“ , „შემოქმედებითი ევროპის ახალი ინიციატივები“ (New Innovations in the Creative Economy (N.I.C.E.) და „ურბანული ცვლილებების აქტორები“ თავჯდომარე

პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით

Georgian National Tourism Administration (GNTA)

27 ოქტომბერი – 18:00 საათი

რუსთაველის თეატრი

GIFT FESTIVAL ART CRAFT FAIR 2018

ქართველი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

27, 28 ოქტომბერი – 20:00 საათი

დიმიტრი კრიმოვის ლაბორტორია/ დრამატული ხელოვნების თეატრალური სკოლა და პროდუსერი ლეონიდ რობერმანი წარმოგიდგენთ

ალექსანდრე ოსტროვკის პიესას

„უმზითვო“ (რუსეთი)

რუსთაველის თეატრი

29 ოქტომბერი – 20:00 საათი

თავისუფალი თეატრი

ჯეინ მარტინის პიესა

“კილი და დუ” (საქართველო)

პიესა დაჯილდოვებულია ამერიკის თეატრის კრიტიკოსტთა ასოციაციის მიერ, როგორც საუკეთესო ახალი პიესა (1994) და წარდგენილი იყო პულიცერის პრემიაზე

რეჟისორი ქეთი დოლიძე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის

სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი

2 ნოემბერი – 14:00 საათი

სარდინიის ნაციონალური თეატრი, იტალიის კულტურული მემკვიდრეობის და ღონისძიებების სამინისტრო (MIBAC)

იტალიის საელჩო თბილისში, ქალაქ კალიარის მუნიცეპალიტეტი (Comune di Cagliari) და სარდინიის ფონდი (Fondazione di Sardegna)

წარმოგიდგენთ

„იტალიური ფოკუსი 2018“

„სარდინიული კულტურის დღეები“

გახსნითი კონფერენტაცია „პასუხი მომავალს“ “RISPONDI AL FUTURO“

2,3 ნოემბერი – 20:00 საათი

რუსთაველის თეატრი

„მაკბეტი“ (იტალია)

სარდინიის ნაციონალური თეატრი

რეჟისორი ალესანდრო სერა

სპექტაკლი დაჯილდოვებულია უმაღლესი თეატრალური ჯილდოთი იტალიაში, პრემიით „უბუ“, როგორც 2017 წლის საუკეთესო წარმოდგენა. იგივე ჯილდო გადაეცა საუკეთესო სცენოგაფიისათვის იტალიურ თეატრში

3 ნოემბერი – 20:00 საათი

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი

სარდინიული ხალხური ვოკალური ანსამბლის საკონცერტო ნომრები

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევითი ცენტრის IX საერთაშორისო სიმპოზიუმის დასკვნით კონცერტი

კონცერტი იმართება ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევითი ცენტრის ორგანზიებით

4 ნოემბერი – 12:00 -18:00 საათი

GIFT FESTIVAL ART CRAFT FAIR 2018

ქართველი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

16:00 საათი

ფოლკლორული ზეიმი ფესტივალზე „საჩუქარი“

სარდინიული ხალხური ვოკალური ანსამბლის „TENORE MURALES“ (იტალია)

მგალობელ-მომღერალთა ვაჟთა გუნდი “ადილეი”

მგალობელ გოგონათა გუნდი „იალონი“

ფესტივალის კლუბი: მრავალფუნქციური ეთნოგრაფიული სივრცე

“ვინერია”

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.2 თბილისი

19:00 საათი

კინოთეატრი „ამირანი“

„სიზმრების ქსოვილი“ (La stoffa dei sogni)

რეჟისორი ჯანფრანკო კაბიდუ

ფილმი დაჯიდლოვებულია იტალიის კინო აკადემიის მთავარი პრიზით

David di Donatello 2017

5 ნოემბერი – 17:00 საათი

საჯარო ბიბლიოთეკაში

„იტალიური ფოკუსი 2018“

საფესტივალო შეხვედრები

იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით

შეხვედრა ცნობილ სარდინიელ თამედროვე მწერალთან მარჩელო ფოისთან

7 ნოემბერი – 19:00 საათი

კინო თეატრი “ამირანი” (მცირე დარბაზი)

„ნორვეგიული კულტურის ფოკუსი“

„კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები“

დოკუმენტური ფილმი

რეჟისორი – ოლიკო ჟღენტი

11 ნოემბერი – 20.00 საათი

რუსთაველის თეატრი

„თაბაშირის იუდა“ (საქართველო)

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პროექტი

რეჟისორი: მარინა სალუქვაძე

მუსიკა: ზაზა მარჯანიშვილი

მთავარი როლის შემსრულებელი სოფო ხალვაში

12, 13 ნოემბერი – 20:00 საათი

მარჯანიშვილის თეატრი

„ნორვეგიული ფოკუსი“ სიმულაკრი

რეჟისორი და ქორეოგრაფი ალან ლუსიენ ოიენი

თეატრი „ზამთრის სტუმრები“

(ნორვეგია)

14 ნოემბერი -20:00 საათი

15 ნოემბერი – 18:00 საათი

„ნორვეგიული ფოკუსი“

STATE

ინგრი ფიკსდალის კომპანია

სამეფო უბნის თეატრი

ინგრი ფიკსდალის და იონას კორელ პეტერსონის წარმოდგენა

რიტუალური ტრადიციების ანტროპოლოგიური კვლევა

მხატვარი ჰენრიკ ვიბსკოვი

მუსიკა ლასე მარჰაუგი

15,16 ნოემბერი – 20:00 საათი

რუსთაველის თეატრი

ფესტივალის დახურვის სიტყვა

დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩისგან

ჯასტინ მაკენზი სმიტისგან

ჰოფეშ შეხტერის დასი

„შოუ“ (დიდი ბრიტანეთი)