გადაწყვეტილება მიღებულია – არჩილ გამზარდია პოლიტიკაში მიდის

არჩილ გამზარდია დამოუკიდებელი პოლიტიკოსის რანგში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, გადაწყვეტილება მიღებულია, ამ ეტაპზე,  საკუთარ თავზე, როგორც პოლიტიკოსზე ისე მუშაობს. გამზარდია მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს მხარდაჭერისთვის და იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინაა.

არჩილ გამზარდია

-მეგობრებო, მოკლედ, რაც “ქართული ოცნებისგან” რეპრესირებული აღმოვჩნდი, კიდევ უფრო აქტიურად დავუბრუნდი საზოგადოებრივ ცხოვრებას, პოლიტოლოგის და აქტიური მოქალაქის რანგში.

დამატებით ვფიქრობ, როგორ შეიძლება შევქმნა ცოტა ატიპური, ერთგვარად დამოუკიდებელი პოლიტიკოსის პლატფორმა, რაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ცოტა ატიპური და უჩვეულო ფორმაა, თუმცა, მომავალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ალბათ ამ მიმართულებით წავიყვან – პოლიტოლოგის და დამოუკიდებელი პოლიტიკოსის კონტექსტში.

დანარჩენს დრო აჩვენებს. საკუთარ თავზე სამუშაო ძალიან ბევრია – იდეოლოგია, პოლიტიკური პლატფორმა, ფასეულობები, პოზიციები და ა. შ. თანდათანობით ჩამოვყალიბდები და დავზუსტდები.

დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.