ჯაფარიძემ ფესტივალზე მარიხუანა გამოაჩინა (ვიდეო)

დედა ენის ბაღში განსხვავებული აზრის მქონდე ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. საზოგადოების ნაწილი მარიხუანას ფესტივალის წინააღმდეგი იყო და საკუთარ პროტესტს აფიქსირებდა, ნაწილი კი ფესტივალზე დასასწრებად იყო მისული.

ფესტივალზე ზურა ჯაფარიძემ მარიხუანა ამოიღო, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. დააკავეს, ადგილი ჰქონდა პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის მცირე შეხლას. ჯაფარიძის დაკავებისა და გადაყვანის საშუალებას პოლიციას არ აძლევდნენ, თავად ჯაფარიძე კი საკმაოდ მშვიდად შეხვდა დაკავებას. მან თავიდანვე განაცხადა, რომ აპირებდა კანონდარღვევას.