გორში გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაკავებულია ერთი მამაკაცი.

“მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში ი.ნ. დაკავებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით “-განაცხადა საბანაძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი იმ სახლთან ახლოს ცხოვრობს, რომელთანაც სისხლის კვალი იპოვეს.

შეგახსენებთ, 2010 წელს დაბადებული გოგონა, რომელიც სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მოკლული იპოვეს. ცხედარს ფეხები შეკრული ჰქონდა, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.