„დიდი ხანია ცდილობენ ზაზას პროვოკაციაზე წამოგებას, აქცია მაინც გაგრძელდება!“

ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მისი დედა მივიდა. მარინა ბეგაძის თქმით, ის აქციას უერთდება და ზაზა სარალიძის დაკავებით აქცია არ შეწყდება.

“ზაზამ მითხრა, დედა არ წამოხვიდე, შენ იქ ვერ გაუძლებო, მაგრამ მე მაინც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. დაკავების მიზეზი არ ვიცი. მე აქციას ვუერთდები. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები, მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს. მე ბევრჯერ

მითქვამს სოციალურ ქსელში, ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს.

ზაზას ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა ისე, რომ მთელი ღამე და მთელი დღე პარლამენტთან 24-საათიანი მორიგეობა ჩაეტარებინა, ამიტომ მოდიოდა სახლში, 2-3 საათი ისვენებდა და მერე უკან ბრუნდებოდა. მეც სულ აქ ვიქნები, მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვივლი” – განაცხადა სარალიძის დედამ.

ზაზა სარალიძის დაკავებაზე განცხადება უკვე გაავრცელა შსს-მ, სადაც განაცხადა, რომ სარალიძე დაკავებულია პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების გამო.

შსს-ს განცხადება იხ.

https://www.gmtv.ge/49246-2/