ვახტანგ კაპანაძე მინისტრის განცხადებას ეხმაურება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში სერტიფიკატიანი მყვინთავ-ინსტრუქტორი არ ყავთ. მინისტრს მიაჩნია, რომ ასეთი სერტიფიკატის მქონე პირს უწყებაში 6-7 წლის განმავლობაში არ უმუშავია.

“თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი არ გააჩნდა იმ პირებს, ვინც წვრთნებს ახორციელებდა, ამიტომ ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ თავდაცვის სამინისტროში 6-7 წლის განმავლობაში თუ არსებობდა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი, სამწუხაროდ ასეთი ვერ ვიპოვეთ.  მყვინთავის კურსი არ ნიშნავს ინსტრუქტორის კურსს. შეიძლება იყოთ კარგი მოსწავლე და არა მასწავლებელი. ჩემი მიზანი არის ერთადერთი, თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოება იყოს დაცული. ყველა მსგავსი წვრთნები შეჩერდეს, ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი მინისტრის პასუხისმგებლობაა მსგავსი ფაქტების პრევენციაა. კონკრეტული პირების ბრალეულობის შესახებ პროკურატურა ისაუბრებს,”- აცხადებს ლევან იზორია.

მინისტრის ამ განცხადებას, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რომ სამხედროებს მყვინთავის კურსები თურქეთში აქვთ გავლილი, თუმცა ის არ ფლობს ინფორმაციას რას ითვალისწინებს მათ მიერ აღებული სერტიფიკატები.

-„იმის თქმა, რომ სერტიფიკატები არ ჰქონდათ არ იქნება სწორი. ჰქონდათ თუ არა მათ მეცადინეობის ან წვრთნების ჩატარების უფლება ეს გასარკვევია,  მათ ჩემი ინფორმაციით სერტიფიკატები თურქეთში აქვთ აღებული. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ, ეს ყველაფერი მოკვლევის საკითხია,”- აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

 

კომენტარის დატოვება