გახსოვდეთ, ჩვენი ერთი ხმა საბოლოო ჯამში ერთზე მეტია!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

✔️არჩევნებში, ✔️რეფერენდუმსა და ✔️პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს
📌საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, 📌აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
გახსოვდეთ, ჩვენი ერთი ხმა საბოლოო ჯამში ერთზე მეტია!
მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი!
მშვიდობიანი დღე საქართველო!