12:00 საათის მონაცემებით არჩევანი ამომრჩეველთა 15,95% გააკეთა

12:00 საათის მონაცემებით არჩევანი ამომრჩეველთა 15,95% გააკეთა ანუ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო 558 755 ამომრჩეველმა. მონაცემები დაახლოებით 2%-ით ჩამორჩება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 12- საათიან მონაცემებს (17,15%).

12 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში 27,4%, ყველაზე დაბალი კი ყაზბეგში – 12%.