ამერიკულმა პრესამ ISIS-ის შემდეგი სამიზნე ქვეყანა დაასახელა

ამერიკული პრესა ვარაუდობს, რომ შემდეგი ქვეყანა, სადაც ისლამური სახელმწიფო პოზიციებს გაამყარებს იორდანია იქნება. National Interest წერს, რომ მიუხედავად იმისა, იორდანია არის აშშ-ს მოკავშირე ტერორიზმთან ბრძოლაში, ხაშიმიტის სამეფო სერიოზულ საფრთხეშია.

გამოცემის თქმით ISIS-ის ტერორისტებს შორის მრავლად არიან იორდანელები, რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის, რასაც აძლიერებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, მმართველობის სისუსტე და რელიგიური ექსტრემიზმი.

სირიიდან ისლამური სახელმწიფოს განდევნის შემდეგ გამოცემა ვარაუდობს, რომ ტერორისტები სამშობლოში დაბრუნდებიან და სწორედ იორდანიაში დაიწყებს  ISIS ძალების აღდგენას და მსოფლიოში დესტაბილიზაციას.გამოცემა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საფრთხე ექმნებათ იორდანიაში მყოფ სირიელ დევნილებს, რომელთა რიცხვმა უკვე 658 ათასს მიაღწია.