სამგლოვიარო ცერემონიალი იმ ადგილზე გაიმართება, სადაც სამხედროები დაიკარგნენ

დღეს შავ ზღვაში დაკარგულ სამხედროებს, გიორგი ნანეტაშვილს და იაგო შარაძეს, საზღვაო წესით პატივს მიაგებენ. სამგლოვიარო ცერემონიალი სწორედ იმ ადგილზე გაიმართება, სადაც სამხედროები დაიკარგნენ და მას თავდაცვის მინისტრი და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.

საქართველოში თურქეთის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო ღონისძიებებში თურქული მხარის მონაწილეობის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ თურქულმა მხარემ ყველაფერო გააკეთა რაც მათზე იყო დამოკიდებული, თუმცა ამდენი დროის გასვლის შემდეგ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ძალიან რთულია.

დაკარგული სამხედროების მშობლები სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დახმარებას პროფესიონალი მყვინთავები სთავაზობენ. ამის შესახებ ზურაბ შარიამ განცხადება უკვე გააკეთა.

-„“საქართველოს დაივინგის ფედერაციისა და დაივინგ ცენტრის ” პოსეიდონის სამყაროს” გამოცდილი, სერტიფიცირებული ( rescue diver, dive master, instructor diver) გამოცდილი მყვინთავები, მზად ვართ, თავდაცვის სამინისტროს და პირველ რიგში დაღუპული სამხედროების ოჯახებს, გავუწიოთ დახმარება და უშუალოდ მივიღოთ მონაწილეობა დაკარგული ორი ჯარისკაცის საძიებო სამუშაოებში! არჩევნების მიუხედავად რა თქმა უნდა მეც აქტიურად მივიღებ მონაწილეობას ამ ოპერაციაში. ფსკერსაც კარგად ვიცნობთ და ასეთი სახის სამუშაოების სპეციფიკასაც. მთავარია თავდაცვის სამინისტრომ გამოხატოს ნება!

თანაუგრძნობთ დაკარგული ბიჭების ჭირუსუფლებსა და არ დავიშურებთ ძალებს საძიებო ოპერაციაში!!!”-განაცხადა შარიამ.

 

კომენტარის დატოვება