“გაუჭირდება „ძველ გვარდიას“ საკუთარ თავში მოძებნოს ძალა, რომ დაუდგეს გვერდით”

საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც 2018 წლის ივლისში “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის „ოცნების ძველი გვარდიისადმი“ მიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი ადგილი „პორტირებული „ნაცების“ გვერდით“ აღარ იქნება.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, “ის ხალხი, ვისზეც მართლა იდგა „ქართული ოცნება“   პორტირებული ნაცებით  ჩაანაცვლეს”.

„ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვეს. მათ არჩევანს აკეთებინებენ ევრონაცებს, ნამდვილ ნაცებსა და პორტირებულ ნაცებს შორის. მესმის, რომ რეალურად ძალიან მძიმე სიტუაცია, მაგრამ ხალხმა მოითხოვა ცვლილებები და ასეც უნდა იყოს. თუ არ იქნება, ძალიან გაუჭირდება „ძველ გვარდიას“ საკუთარ თავში მოძებნოს ძალა, რომ დაუდგეს გვერდით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, როდესაც ღირებულებებს შორის ხდება განსხვავება, ადამიანები გადიან და ცალკე აკეთებენ თავიანთ საქმეს. აქედან გამომდინარე, ის, რომ ჩემი ადგილი აღარასოდეს აღარ იქნება მდინარაძეების, კოლექტიური ზარდიაშვილების და პორტირებული ნაცების გვერდით, მკაფიოდ მაქვს გადაწყვტილი“, – განუცხადა „აქცენტს“ ჭიჭინაძემ.

წყარო: www.accentnews.ge