პანკისიდან დაბრუნდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციაზე მივიდა

პარლამენტის წინ აქცია გრძელდება. უკვე 10-მდე კარავი გაიშალა. მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძე და დედამისი აქციაზე დაპირისპირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, პანკისიდან დაბრუნდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველას მოუწოდა აქციაზე მისვლისკენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებშიც მიდიან პარლამენტის წინ მოქალაქეები თავიანთი კარვებით და ღამის რუსთაველზე გასატარებლად ემზადებიან.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქცია არ დაიშლება და გაგრძელდება მანამ, სანამ სიმართლე არ იზეიმებს.

ცნობისთვის, აქციაზე კარვების გაშლას გამოეხმაურა თამარ ჩუგოშვილი და განაცხადა, რომ კარვების დადგმის უფლება აქციის მონაწილეებს კონსტიტუციურად აქვთ.

იხ.

https://www.gmtv.ge/50235-2/

ზაზა სარალიძე ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.