უსინათლო მოხუცს სოციალური დახმარება მოეხსნა (ვიდეო)

დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში მარტოხელა, უსინათლო პენსიონერ ზაირა ყორღანაშვილს სოციალური დახმარება მოეხსნა. მისი თქმით წამლების ყიდვის საშუალება არ აქვს.

სახლი ავარიულია, წვიმს ისე, როგორც გარეთ. ქალბატონი ამბობს, რომ მეზობლის დახმარებით სოციალური აგენტი მივიდა, მაგრამ დახმარება არარ აღდგენია. მოხუცმა ისიც არ იცის რამდენი ქულა დაეწერა აგენტის ბოლო ვიზიტის შემდეგ, მეზობლები ამბობენ, რომ ქალი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია და შესაძლოა სარჩული პოლიტიკური იყოს.