ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებლებს პირობას აძლევს

– “მასწავლებლის სახელი და პრესტიჟი უნდა აღდგეს. სამწუხაროდ, მოვახერხეთ და დავაკნინეთ მასწავლებლის პროფესია, მათ შორის გაუთავებელი გამოცდით, ტესტირებით, ჩაჭრით, ცვლილებებით, რეფორმებით, ექსპერიმენტებით და არაჯეროვანი დამოკიდებულებით.

გაძლევთ პირობას, რომ ეს სიტუაცია შეიცვლება და თქვენი, როგორც ყველაზე დიდი ამაგის მქონე ადამიანების დამსახურება ყველას მიერ დაფასდება. ამის გარეშე არანაირ რეფორმას აზრი არ ექნებოდა”-განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვიდეომიმართვაში.

კომენტარის დატოვება