გიორგაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება

განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„ექიმის განცხადებით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა,თუმცა სტაბილური და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. დიაგნოსტირების შედეგად დაუდგინდა თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და მენჯის ძვლის მოტეხილობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში დღეს გამთენიისას მოყვა. შემთხვევა ყვარელში მოხდა.

არსებული ცნობით, მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იმყოფებოდა. ის ხეს შეეჯახა.

შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.