ვეჯინში ენმ-ს კოორდინატორის სახლში სამი ე. წ მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

გურჯაანის სოფელ ვეჯინში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის საცხოვრებელ სახლში სამი ე. წ მოლოტოვის კოქტეილი ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა შეაგდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. imedinews-ის ინფორმაციით, მსუბუქად დაზიანდა მეზობლის მანქანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 14 ნოემბერს ადგილობრივმა გულნაზ ცანკაშვილმა განაცხადა, რომ მის რძალს მასთან ბეციაშვილმა 40 ლარი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ გაატანა. უარის თქმის შემდეგ კი მისი რძალი და შვილი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.