“ეს საჩუქარია წინა მთავრობის დროს ქუჩაში დახვრეტილი ბიჭებისთვის”

დიდუბის ეკლესიასთან ბუტა რობაქიძის მემორიალი გაიხსნა . მემორიალის გახსნის ცერემონიალს ესწრება პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

ია მეტრეველმა იქ მისულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და 14 წლის წინანდელი ტრაგედია  გაიხსენა.

-“ეს არის წინა მთავრობის დროს ქუჩაში დახვრეტილი მემორიალი” – განაცხადა მეტრეველმა.

მემორიალი ვლადიმერ სტურუამ თავისი ხარჯით გააკეთა, რაც საჩუქარია წინა მთავრობის დროს დახოცილი ბიჭებისთვის. ია მეტრეველმა სტურუას საჯაროდ მადლობა გადაუხადა.