მასწავლებლები დუშეთიდან რესტორანში და ისევ კითხვები ტრიპოლსკისთან…

დუშეთში მასწავლებლები რესტორანში შეიკრიბნენ. როგორც გაირკვა, ისინი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა, დუშეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ტრიპოლსკიმ მიიწვია.

შეკრება ჯერ კიდევ დღე დაიწყეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი აკვირდებოდა როგორ ელოდებოდნენ პედაგოგებს, შემდეგ ტრიპოლსკიც მივიდა და რესტორანშ შევიდნენ, ამ დროს ჯერ კიდევ დღე იყო, გამოსვლისას კი მათ კურიერის გადამღები ჯგუფი დახვდა. ტრიპოლსკიმ უარყო რესტორანში ყოფნა, ლია თუშურაულმა კი განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე და ახლა აღნიშნა. მისივე თქმით თამაზ მეჭიაური, ირაკლი ტრიპოლსკი და სხვები მისი მეგობრები არიან და პოლიტიკა არაფერ შუაშია.

თავად ტრიპოლსკიმ კი განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა რესტორანში და „ტრაილერების“ მძღოლებს მიუტანა საჭმელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, ისევ ადგილობრივების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ირაკლი ტრიპოლსკი საზოგადოებას მთის სტატუსის მინიჭებას ჰპირდება.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/50822-2/