ტრაგედიიდან ერთი წელი – ბათუმში დაღუპულებს იხსენებენ

ბათუმში  ერთი წლის წინ სასტუმრო ლეოგრანდში (ამჟამინდელი ვილმონდი) მომხდარი ხანძრისას დაღუპულებს იხსენებენ.

სასტუმროში გაჩენილ ხანძარს საქართველოს ათი და ირანის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ არ იმუშავა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ორი პირია დაკავებული.

დღეს სასტუმროსთან მოქალაქეები მიდიან, სანთელს ანთებენ და ტრაგედიის ღამეს იხსენებენ. დაგეგმილია სამოქალაქო პანაშვიდიც.