“ეს ტრაგედიაა! დაცარიელებული ტაძარი და პატრიარქის სევდიანი წირვა…”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

გიორგი ტიგინაშვილი

-ეს იმის ბრალია, რომ ეკლესია მხოლოდ აბსოლუტი ერთმმართველის საკუთრება ეგონათ საპატრიარქოს ადმინისტრაციაში წლების მანძილზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ რეფლექსია, თეოლოგიური განათლება, დამოუკიდებელი აზროვნება, უპოვარება, ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვების დასმა, შვილების მოსმენა, უბრალო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ქრისტოცენტრული მიმართება და მრევლის პატივისცემა არ იყო საჭირო.

მავანნი თვლიდნენ, რომ იერარქია (ისიც პატრიარქის კართან დაახლოებული) შეუვალი, პრივილეგირებული, არისტოკრატული და უცდომელი კასტაა და აი შედეგიც – დაცარიელებული საკათედრო ტაძარი და პატრიარქის სევდიანი წირვა გიორგობა დღეს! ტრაგედიაა ეს ყოველივე…