დღეს რუსთავის ქუჩებში მსვლელობა გაიმართება

25 ნოემბერს, 13.00 საათზე, სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლები, რუსთავში დაფუძნებული ანალოგიური სახელწოდების ორგანიზაციასთან ერთად, რუსთავში აწყობენ მსვლელობას. ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

აქციაზე შეკრებლები რუსთავის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ, შემდეგ კი რუსთავიდან ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში შეუერთდებიან თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე დაგეგმილ მიტინგს.