„პრეზიდენტის სასახლე უნდა გახდეს “სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების” კომპლექსი“

მოსაზრება

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.

-საქართველოს პრეზიდენტის სასახლე (ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი) უნდა გახდეს “სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების” კომპლექსი. აღნიშნული კომპლექსი გახდება მეცნიერ-მკვლევართა კოორდინაციის ცენტრი, ყველასათვის ღია და ხელმისაწვდომი პლატფორმა, სახელმწიფო პრობლემების კვლევისა და ანალიზის ცენტრი, სახელმწიფო მართვის თანამედროვე მეთოდების სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა დაცვისა და ხელშეწყობის ინსტიტუტი, სახელმწიფო პროგრამებისა და სტრატეგიების შემუშავების ცენტრი. მსოფლიოში მყოფი ქართველი მეცნიერ-მკვლევართა ერთიანობის ცენტრი.

შეგგახსენებთ: საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ავლაბრის რეზიდენციაზე უფრო ორბელიანების სასახლეა მისაღები.

იხ.

https://www.gmtv.ge/51315-2/