„ქართული ტრადიციებით ტურისტები ინტერესდებიან, მინდა ახალგაზრდებს გადავცე გამოცდილება“

ლილი მურთაზაშვილი ახმეტაში, სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობს. ის ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრია. უკვე წლებია ქართულ ტრადიციებზე ორიენტირებულ ნივთებს აკეთებს და სჯერა, რომ ახალგაზრდებს დიდ სტიმულს აძლევს.

„აღვადგინოთ ტრადიციული საქმიანობა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ გამოფენას დაამშვენებს. დიდია ტურისტების დაინტერესება და ძალიან მინდა ევროპის ბაზარზე გავიდე. მინდა ახალგაზრდები ჩაერთონ ამ საქმეში, ჩვენ წავალთ და მათ უნდა გააგრძელონ ტრადიციული საქმიანობა“