“შავი ზღვის უნივერსიტეტმა” პირველკურსელების მიღების უფლება დაიბრუნა

ავტორიზაციის საბჭომ “შავი ზღვის უნივერსიტეტს” პირველკურსელების მიღების უფლება დაუბრუნა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სექტემბრიდან შეეძლება პირველკურსელთა მიღება. თუმცა, ადმინისტრაცია აპირებს, უწყებას სპეციალური მობილობის გამოცხადებისათვის მიმართოს, რათა IBSU-მ მეორე სემესტრიდანვე შეძლოს იმ პირველკურსელთა მიღება, რომლებიც სექტემბერში შეზღუდვის გამო უნივერსიტეტში სწავლას ვერ შეუდგნენ და არც არჩევანი შეუცვლიათ.

შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტთა საერთო რაოდენობა 3500-ით განესაზღვრა. უნივერსიტეტი აპირებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს განცხადებით, რომ მომავალ სემესტრში სტუდენტებს, რომლებმაც წელს მათთან ჩააბარეს, შესაძლებლობა ჰქონდეთ, დაბრუნდნენ შავი ზღვის უნივერსიტეტში.