ოპოზიცია განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

ზეწოლა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე – „ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს.  საპარლამენტო უმცირესობა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში, ფრაქციის ფორმატში მისვლას ითხოვს.

ოპოზიციას აინტერესებს გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ია კერზაიასგარდაცვალების გამო განათლების მინისტრი და რა ინფორმაცია აქვს მას არჩევნებისთვის სკოლების მობილიზებაზე.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას მისი შვილი ბაჩანა შენგელია მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

ინსპექტირების სამსახურმა სკოლა გასული თვის შუა რიცხვებში შეამოწმა და დასკვნაში რამდენიმე დარღვევაც დააფიქსირა, რომელიც სკოლის სამეურვეო საბჭოს გამოუგზავნა.

იხ.

https://www.gmtv.ge/51841-2/