vali.ge 10 დეკემბრის 18:00 საათიდან ამუშავდება

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სესხების განულებასთან დაკავშირებით სპეციალური ვებგვერდი, დღეს 10 დეკემბრის 18:00 საათიდან ამუშავდება. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგნილი იქნებიან “საქართველოს ბანკის:, “TBC ბანკისა” და “ლიბერთი” მომხმარებლები”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.

ცნობისთვის, ვებგვერდზე მონაცემები მუდმივად განახლდება.

ვებგვერდის სახელწოდება vali.ge იქნება.