“მემარცხენე ალიანსი” შსს-ს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს”

პარტია “მემარცხენე ალიანსი” ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

-” საქართველოს თანამედროვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის მერე მორიგი “გამოცდა” ჩააბარა. მას შემდეგ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” საპრეზიდენტო არჩევნებში საშინელი კრახი განიცადა და სააკაშვილის დანაშაულებრივ მოწოდებებს ძალოვანმა სტრუქტურებმა ყური არ უგდეს, უცხოეთიდან დაგეგმილ-დაფინანსებული იყო სახელმწიფოებრიობის მიმართ დამანგრეველი მზაკვრული გეგმა. საბედნიეროდ დასრულდა ის დრო, როდესაც სააკაშვილი იყო კანონი, არავის ეპატიება კანონის უზენაესობის დარღვევა და ეს უნდა ახსოვდეს ყველას.

პრეზიდენტის ინაუგურაციის მსვლელობისას ნაცების მიერ ჯერ კიდევ სამართლებრივ კვალიფიკაცია მიუცემელ დანაშაულებრივი ქმედების განეიტრალების, ტიტანური მოთმინების და ხალხის სამსახურში დგომის გამო “მემარცხენე ალიანსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს აბსოლიტურ თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს”-ნათქვამია განცხადებაში.