აქციის მონაწილე კარვიდან სტენოკარდიის შეტევით სავადმყოფოში გადაიყვანეს

მოძრაობა “ჩვენ”-ის აქტივისტი მადონა ჯოლოგუა, რომელიც მერამდენე ღამეა, კანცელარიის წინ კარავში ათენებს ღამეს სტენოკარდიის შეტევით სავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ექიმები ამბობენ ქალბატონი აღნიშნული დიაგნოზით აუცილებლად უნდა დარჩეს ჰოსპიტალიზირებული.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ჩვენ” 7 დეკემბრიდან კანცელარიის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მოძრაობა იპოთეკით დაზარებულების გამოსახლებას აპროტესტებს.