პაატა ბურჭულაძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია.

ბურჭულაძემ კანდიდატების წარდგენისას დედაქალაქის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი თბილისს უნიჭო პოლიტიკოსებისგან გადაარჩენს.

“ჩემს ბავშვობაში თბილისის ნგრევის სიმბოლო აღა-მაჰმად-ხანი იყო ახლა ჩვენი თბილისის ნგრევის სიმბოლოები არიან, ზოგიერთი მერი, ზოგიერთი არქიტექტორი და ბევრი პოლიტიკოსი. მე წარმოგიდგენთ გუნდს, რომ თბილისის ბოლო ნანგრევები უნიჭო პოლიტიკოსებისგან გადაარჩინოს,”- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

მთაწმინდის პირველი ოლქი – ლადო კახაძე;

ვაკის მეორე ოლქი – ზურაბ ჯაფარიძე;

ნაძალადევის 18-ე ოლქი – გიორგი რუხაძე;

საბურთალოს მეექვსე ოლქი – მამუკა კაციტაძე;

კრწანისის მეშვიდე ოლქი – სოფიო გიორგაძე;

ჩუღურეთის მეთოთხმეტე ოლქი – ნათია კალაძე;

სამგორის 11-ე ოლქი – ლევან ხაბეიშვილი;

დიდუბის მეთექვსმეტე ოლქი – მანანა ნაჭყებია.

ისან-ვაზისუბნის #8 ოლქი სერგო ჩიხლაძე,

დიდუბის #15 – ირაკლი ღლონტი,

სნის #10 თეონა ჭალიძე,

საბურთალოს #4 ოლქი ტატო ჯანაშია,

ვაკის #3 ოლქი გია ბეზარიშვილი,

ნაძალადევის #19-ე გოგიტა ეგრისელაშვილი,

გლდანის #22-ე ლევან ცხადაძე,

ისნის #9-ე ოლქი ედგარ ბარსეგიანი,

საბურთალოს #5-ე ოლქი ლევან ჩოლოყაშვილი,

სამგორი #12-ე ლევან იოსავა,

სამგორის #13-ე მარინა ბეკურაული,

ნაძალადევის #17-ე დავით ნიშნიანიძე.

პაატა ბურჭულაძემ საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვისაც წარადგინა კანდიდატები: კრწანისი – ბახრან მუსაევი, ვაზისუბანი – გიორგი ფოფორაძე და გლდანი ნანა ტოხვაძე.

კომენტარის დატოვება