გორის საკრებულოს სხდომა თავმჯდომარის იმპიჩმენტით დასრულდა

გორის რაიონის საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი იხილებოდა დილის 07:30-ზე იყო ჩანიშნული, თუმცა საკრებულოს წევრების მოთხოვნით სხდომა სამუშაო საათებში გადაიდო და  10:00 საათზე დაიწყო.

სხდომა უკვე დასრულდა. სხდომამ საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენა. მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენებას 15-წევრიანი საკრებულოდან 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მინდია გოდერძიშვილმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელია.

კომენტარის დატოვება