ორი დაჭრილი და ორი მოკლული

ორთაჭალაში დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, ორი კი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

დაღუპულები 30 წლამდე არიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხ­ლის მე­-2 ნა­წი­ლის ე ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.