ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი 1971 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია უცნობმა პირმა პროფილაქტიკაში მანქანა მიიყვანა, ხელოსანმა კი მას დაცდა თხოვა, რის შემდეგაც მან სროლა ატეხა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით- 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის და 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლებით აღძრა.

 

კომენტარის დატოვება