პრეზიდენტის პრესსპიკერი მოვალეობას უახლოეს დღეებში შეუდგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პრესსპიკერად ხატია მოისწრაფიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ამავდროულად, პრესსპიკერი იყო.

ხატია მოისწრაფიშვილი ახალ მოვალეობას უახლოეს დღეებში შეუდგება.