„-20%“ – ღვინო დიციდან, პროტესტი რუსულ ოკუპაციას და მომავლის იმედი!..

-20% არის ქართული ღვინის ბრენდი. ამ ბრენდის ქვეშ ჩამოსხმულ თითოეულ ბოთლში რუსეთის მიერ გავლებული საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაკრეფილი რჩეული ყურძნის მარცვლებისგან დამზადებული ღვინო ასხია.
სავაჭრო ნიშნის სახელწოდებაც მთავარი იდეაც სწორედ პროდუქტის ადგილწარმოშობაა.
2017 წლის მოსავალი აღებულია სოფელ დიცში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან 300 მეტრში მდებარეობს.
2017 წლის მოსავალი – გორული მწვანე და ჩინებული (ჩინური) თეთრი მშრალი ღვინის სახით ასობით ბოთლში ჩამოისხა.
გარდა ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზებისა, ამ ბრენდის ქვეშ ღვინის წარმოების მთავარი მიზანი საქართველოს ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდებაა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.
ამ სავაჭრო ნიშნით ღვინო ჩამოისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურიზდიქციის სრულ აღდგენამდე, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი მოსავალი ამ ბრენდის ქვეშ ბოლოა და მომავალი წლიდან აღნიშნული სახელი მხოლოდ ისტორიად დარჩება!

ნიკა მარკოზაშვილმა რუსული ოკუპაციის გაპროტესტება საკუთარი ღვინის გამოშვებით გადაწვიტა.

20-მდე ბოთლი წარწერით “-20%“ უკვე ჩამოასხა. ამბობს, რომ ამ ფორმით საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება სურს. მისი აზრით, ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის რუსულო ოკუპაციის შესახებ კიდევ ერთი გზავნილი იქნება.

“-20%” is a Georgian wine Brand. Each bottle under this name is produced at the dividing line occupied South Ossetia/Tskhinvali Region by Russia. Bottles are filled with the wine from the best grains.
The main idea of the trademark refers exactly the origin of the wine.
Harvest 0f 2017 is taken from village Ditsi, located 300 meters away from the occupied territory of Georgia.
Dry white wine of 2017 – Goruli Mtsvane and Chinebuli (Chinuri) is produced in hundreds of bottles.
Besides offering a high-quality product, the main purpose of wine production under this brand is to raise awareness of the society about the occupation of Georgia inside the country and abroad.
With this trademark, the wine will be bottled in the occupied territories until full recovery of Georgia’s full jurisdiction, so we hope that harvest of this year will be the last under this brand and the name will remain only the history from the next year!