“საზოგადოება დაიღალა იმის ყურებით ვინ ვიზე რას ამბობს…”

მედიასა და საზოგადოებაში გავრცელებულ უნფორმაციას, რომ უმრავლესობაში უკვე გადაწყვეტილია ბესელიასა და ფოფხაძის პარტიიდან გარიცხვა, დეპუტატი გია ვოლსკი უარყოფს და ამბობს, რომ ის რაც ახლა უმრავლესობაში ხდება ჩვეულებრივი შიდა პოლიტიკური ამბავია და  განსაკუთრებული არაფერია.

„ვფიცავ ქვეყნის, ხალხის და უფლის წინაშე, ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკი არ გვქონია. არანაირი ტრაგედია არ არის. ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკაში ესეთი საკითხები ხდება, ერთმანეთს სცილდებიან, ახალი ჯგუფები იქმნება. მაგრამ ფაქტია არის ერთი, საზოგადოება დაიღალა იმის ყურებით ვინ ვისზე რას ამბობს და დაპირისპირების რა ხარისხი და რა შინაარსია. საზოგადოება ითხოვს ჩვენგან  გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ისეთი, რომელიც სახელმწიფოს არა თუ არ დააზიანებს, წაადგება კიდევაც სამომავლოდ. ეს არის მთავარი ამოცანა. შიგნით რა პროცესები მიდის, რა საკვირველია საინტერესოა, რა საკვირველია ვიზუალურადაც საინტერესოა და შოუც კარგია, პოლიტიკური შოუ, მაგრამ მთავარი ამოცანა ჩემთვის პირადად ეს არის“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

არის გამოსავალი!