„თუ პარლამენტარს არაფერი უკეთებია, აეკრძალოს მეორედ კენჭის ყრის უფლება! პენსია კი დამსახურებით დაენიშნოს!“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ნანა ხომასურიძე

ა/ო „დიადი იმედების ათასწლეული“

-ერთი და იგივე სახეების გადასმა-გადმოსმით არაფერი იცვლება. 1992წლის მერე ესაა ხალხი, იქნება ეს ერთი თუ მეორე მხარე, რომელთაც ხელი მოაწერეს ყოველგვარ ანტიეროვნულს და ამით უზრუნველყვეს საკუთარი მომავალი. ის მდუმარე დეპუტატები შეგნებულად დასვეს პარლამენტში,რათა განესაზღვრათ მათი სიმრავლით ხმათა რაოდენობა . მათ უნდა აეკრძალოთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნა, უნდა ჩამოერთვათ კენჭის ყრის უფლება. არ უნდა დაენიშნოთ მაღალი პენსია ,რადგან დამქირავებელი ხალხია და პარლამენტის არცერთ წევრს არ უკეთებია სახალხო საქმე.

ხალხი , რომელიც დარჩა ქვეყანაში ყველა გაუსაძლისი პირობების მიუხედავად ,არ გარიგდა ,არ გაიყიდა ,უარი თქვა შემოთავაზებაზე რათა არ გაბინძურებულიყო ,დარჩა ქვეყნის პატრიოტად, არც პრეტენზია არ წაუყენებია არავისთვის და შეინარჩუნა ღირსება აი ეს ხალხი იმსახურებს მაღალ პენსიასაც,დანამატსაც და საერთოდ ჯოლდოსაც .

გადაიხედოს დეპუტატთა აქტიურობა და დამსახურების მიხედვით დაენიშნოს პენსია და თუ არსად არაფერი უკეთებია აეკრძალოს მეორედ კენჭის ყრის უფლება .თუ თქვენ ვერ ართმევთ თავს ,მიეცით უფლება ღირსეულმა ხალხმა აკეთოს საქმე.