თავდასხმა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილზე (ვიდეო)

მედეა აბაშიძე: „ოცნების“  კანდიდატის დავალებით, ნაციონალების  ყოფილი ზონდერ-ბრიგადის ხელმძღვანელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა!

თავდასხმა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილზე – მედეა აბაშიძის ვაჟს დღეს ფიზიკურად სოფელ ქიწნისში გაუსწორდნენ. „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის ოფისში მომხდარს პოლიტიკური ანგარიშწორება უწოდეს და ჟურნალისტებს ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა გადასცეს. მედეა აბაშიძის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თეიმურაზ ხუბულურის დავალებით, მის შვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერ-ბრიგადის ხელმძღვანელმა, ვინმე ბიბილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ის და პარტიის სხვა ლიდერები ქიწნისში ამომრჩეველს ხვდებოდნენ. იმავე სოფელში ამომრჩეველთან შეხვედრას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, თეიმურაზ ხუბულურიც მართავდა.  მედეა აბაშიძე ამბობს, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე გადაუგზავნეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. „ქართულ ოცნებაში“ კი აბაშიძის საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

წყარო dia.ge

კომენტარის დატოვება