სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.