ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან და ნინო ლომჯარიას იმ ინიციატივას გააცნობენ, რომელიც იუსტიციის საბჭოსთან ერთად საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.

არამოსამართლე წევრები მიიჩნევენ, რომ ჯგუფი პროფესიონალი იურისტებით უნდა დაკომპლექტდეს, მათ შორის ორი წარმომადგენელი ჰყავდეს ომბუდსმენსაც, წევრებმა კი მოამზადონ რეკომენდაციები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ასევე კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ის საფრთხეები, რომელიც სასამართლო სისტემის განვითარებას აფერხებს.

შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის საკანონმდებლო წინადადება რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/53357-2/