“ჩვენ დასაკარგი სპორტსმენები არ გვყავს, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი!..”

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ წხმიანება და ამბობს, რომ საჭიროს გაერთიანებს და გამოსავლის ერთად პოვნა.

– ახლა რა მდგომარეობაშიც ვართ, ამაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს და ერთად ვიპოვნოთ გამოსავალი. ვერთიანდებით ყველანი, რომ ჭიდაობის ფედერაციამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა. ეს წლები ფედერაცია ყველაფერს აკეთებდა კარგი შედეგებისთვის.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ დათუნაშვილი, ჩვენ დასაკარგი სპორტსმენები არ გვყავს. ზურა და გიორგი დათუნაშვილები ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრები არიან და ემოციურ ფონზე რაც მოხდა იმას გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს. რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს – მე სრულად ვენდობი სამართალდამცავებს.

ვფიქრობ, რომ საზოგადოების აზრი იქნება ერთიანი და იქნება ღირსეული. აღარ არის საჭირო დაპირისპირების გარღრმავება, ყველაფერი ჭიდაობის საკეთილდღეოდ უნდა გადაწყდეს“-აცხადებს ლუკა კურტანიძე.