პირველად საქართველოში – „გარემოს დაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“

“საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2წლიანი სამაგისტრო პროგრამა”–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.  მისი განმარტებით სამაგისტრო პროგრამა „გარემოს დაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ არის ქვეყნის განათლების სისტემისათვის ახალ მიმართულება, რომლის უმთავრესი მიზანია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება.

   „ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა. გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით ეს არის პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით. GIZ–ი აფინანსებს 90%-მდე აღნიშნული  პროგრამის საფასურის. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,“– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება