ენერგოომბუდსმენი სარისკო გამათბობლისა და წყლის გამაცხელებლის აკრძალვას ითხოვს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ყველა სარისკო გამათბობლისა და წყლის გამაცხელებლის აკრძალვას ითხოვს. მისი თქმით აუცილებელია ადმინისტრაციულ კოდექსში რეგულაციები გამკაცრდეს.

ასევე  აუცილებელია, ყველა ხელოსანს, რომელიც მსგავსი დანადგარების მონტაჟზე მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაცია და სერთიფიკატი ჰქონდეს.

ენერგოომბუდსმენი არ თვლის, რომ ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი “ყაზტრანსგაზია” და აცხადებს, რომ კომპანიას აბონენტის შემოწმების ვალდებულება მხოლოდ წელიწადში ერთხელ აქვს.

„კომპანიას ერთზე მეტად შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობით ვერ ვთხოვთ, თუმცა მესმის რომ არ არის საკმარისი. ნებისმიერი დანადგარი, რომელზეც კომპანია გვეტყვის, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიშია თანახმა ვარ, რომ აიკრძალოს,“-ამბობს სალომე ვარდიაშვილი.