თელაველებმა „თელავგაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს

თელაველებმა იანვარში დარიცხულ ბუნებრივი აირის სააბონენტო გადასახადი გააპროტესტეს. მათ „თელავგაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, წინა თვებთან შედარებით ბუნებრივი აირის ზედმეტი დანახარჯი 100, ზოგჯერ კი 200 ლარამდე აღწევს, რაც კომპანიის შეცდომაა.

აქციის მონაწილეები კომპანიისგან დავალიანებების დასაბუთებას და მათ ჩამოწერას ითხოვენ.

კომპანიის განმარტებით, ნებისმიერ პირს, რომელიც თვლის, რომ უკანონოდ გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევს, შეუძლია „თელავგაზის“ ადგილობრივ სერვისცენტრს მიმართოს ან ცხელ ხაზზე  16 114 -ზე დარეკოს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი ,,თელავგაზი“ მოსახლეობას პრობლემის უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრას ჰპირდება.