დღეს ბავშვის უფლებათა კოდექსის კანონპროექტის წარდგენა შედგება

დღეს  სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ბავშვის უფლებათა კოდექსის კანონპროექტის წარდგენა შედგება.

კანონპროექტის წარდგინებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოსი კარლ ჰარცელი დაესწრებიან.

ბავშვის უფლებათა კოდექსი განსაზღვრავს სახელმწიფო სისტემას, რომელიც თითოეული ბავშვის კეთილდღეობასა და დაცვას უზრუნველყოფს. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანია ერთიანი საკანონმდებლო აქტის არსებობა, რომელიც დაიცავს ბავშვებს ძალადობის ყველა ფორმისგან ნებისმიერ სივრცეში, შექმნის ბავშვის უფლებათა მხარდაჭერისა და დაცვის ერთიან სისტემას და ამ უფლებებით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობებს ყველა ბავშვისთვის.

უკვე ცნობილია რომ კოდექსი დაამკვიდრებს მულტიდისციპლინარულ მიდგომას და ითვალისწინებს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების სპეციალიზაციას ყველა სფეროში.