პარლამენტთან სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

პარლამენტთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება.

-არ გავჩუმდებით!

-დახურე დუქანი! შექმენი კომიტეტი!

ისმის ამ წუთებში აქციაზე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კილაძე “ოცნების” დიდი სირცხვილია და თუ მმართველი გუნდი არ დააყენებს მისი მოხსნის საკითხს, ისინიც მის აზრზე არისნ და ეს არის დანაშაული.

როგორც აქციაზე ამბობენ, სოფო კილაძემ საშუალება არ მისცა ანა აბაშიძეს სიტყვის გამოთქმის და იგი ტავს ესხმის ადამიანის უფლებების დამცველებსა და აქტივისტებს.

აქციაზე იმასაც ამბობენ, რომ თუ მათი ხმა არ იქნა გაგონილი 33 არასამტავრობო გაერთიანდება და დაიწყება პერმანენტული აქციები.